↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * რადგან ქუსლები კვალს ტოვებენ (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)

ბროდსკი იოსიფ

2008-07-121 წთ საკითხავი2136 ნახვა

—
რადგან ქუსლები კვალს ტოვებენ - დადგა ზამთარი.ცნობენ სახლები გამვლელებით თავებს საკუთარს,ხის სამოსელში მინდვრად ყინვით სულმთლად დამზრალნი.მე ამ საღამოს მომავალზე რას ვეტყვი, თუკი
სხეული ისე განიშორებს სულიდან უმალამ მოგონებებს - რომ ჩასთვლემდი დუმილში ღამის -შენს ნაზ სითბოზე, და მიაფენს კედელს ძალუმად,რომ თითქოს იგი იყოს ჩრდილი ზურგიან სკამის,
სანთლის შუქზე რომ აეკვრება კედელს დამტვერილს,ტილოს ქვეშ, ცა რომ დააფარა ტყეს თავზე ცერად,სილოსის კოშკზე, ჭილყვავების ფრთებით დასერილ,ეს ეკლიანი თოვლიც ჰაერს ვეღარ შეფერავს.

ბროდსკი იოსიფ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი