პოეზია · ლირიკა
* * * ფერფლმა თუ იცი (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
ფერფლმა თუ იცის მხოლოდ სრული დაწვის სიმწარე.მეც ვიტყვი და წინ გავიხედავ ბეცი, უთავო:ვერც ქარი შეძლებს და ვერც ცოცხი მიყრილი გარეთეს ნაგავი და სიბინძურე დაასუფთაოს.ჩვენ მაინც ვრჩებით მთლად დასრესილ ნამწვად უხეშად,ნერწყვად სკამის ქვეშ, სად მზის სხივით არარა იწვის,ჩაფლულები ვართ ნეხვში, ლაფში, სიბინძურეში,და დღეებს ვითვლით სიმყრალეში კულტურული წრის.არქეოლოგი ამ სიბილწის სარწყევად უკვეპირს აღებს; მისი აღმოჩენა მოივლის მალექვეყანას, როგორც პირამიდის ვერსია უკუ,და ჩამარხული ღრმად მიწაში ვნება მხურვალე.„მძორი!“ - იბღავლებს და წაიღებს ხელებს მუცლისკენ,ჩვენ დაგვშორდება, ვით ჩიტს მიწა, მისი აკლება,მძორს - ხომ მთელისგან, უჯრედისგან თავისუფლებამიცემული აქვს - აპოთეოზს ნაწილაკების.