↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "სვლა და სიჩუმე" (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)

ბროდსკი იოსიფ

2008-07-121 წთ საკითხავი2129 ნახვა

—
სვლა და სიჩუმე შენს საათში ცხოვრობენ ერთად.წინ-წინ მიდიან, უკვე წრეებს აღარ უვლიან.კედლის საათში – კატაც ცხოვრობს თაგუნას გვერდით;ცხოვრობენ ძმურად და სხვაგვარად არც შეუძლიათ.ხან ირევიან, უწევთ თრთოლა, ტანჯვა, ღვრა ოფლის.თუმცა ეს ჯაფა, დიდი შრომა, წვალება, ოხვრაშეუმჩნეველი რჩება მაინც ხმაურში სოფლის,სადაც ფიქრისთვის დროს არ ტოვებს წუთსაც ხარ-ძროხა.იქ გონებაში იწმინდება ყველა საათი,ნელ-ნელა ქრება ყველაფერი ურიგო, ავი.ზამთარში უფრო – როცა ერთად ღამეებს ათევსთბილ სათივეში თავმოყრილი მთელი საკლავი.

ბროდსკი იოსიფ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი