↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * კი არ ვგიჟდები, ამ ზაფხულმა დამღალა უფრო (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)

ბროდსკი იოსიფ

2008-07-121 წთ საკითხავი2136 ნახვა

—
კი არ ვგიჟდები, ამ ზაფხულმა დამღალა უფრო.დღე დაკარგულა, სანამ ძებნე პერანგი თალხი.მალე მოვიდეს, გადაფაროს ზამთარმა ქუფრმა –ჯერ ეს სიმწვანე, ქალაქები, სახლები, ხალხი.მე სხვისი წიგნის შუაგზიდან დავიწყებ კითხვას,ან გაუხდელად დავიძინებ, ჩამოვდებ კეფას,დარჩენილი დრო ბრმისგან წასულ ურჩი ლეკვივითსანამ გადაკვეთს გზას მწვანეზე. თავისუფლება -როცა ტირანის გავიწყდება მამის სახელი,როცა ნერწყვსაც კი გემო დაჰკრავს ხალვაზე ტკბილი,და თუმცა ტვინი ცხვრის რქასავით გადაგრეხილა,ლურჯ თვალებს მაინც არ მოსწყდებათ ცრემლი წუხილის.

ბროდსკი იოსიფ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი