↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * იმ ფიქრით სავსე მივიკვლევდი გზას ჭალა-ჭალა (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)

ბროდსკი იოსიფ

2008-07-121 წთ საკითხავი2132 ნახვა

—
იმ ფიქრით სავსე მივიკვლევდი გზას ჭალა-ჭალა,რომ ჩემს ზურგს უკან მყის ქრებოდა ფიჭვის ხეები,როგორც ფოთლები დაფენილი, რომლებიც მალექრება, იხრწნება მიწის პირთან ნელი შეხებით.რომ ის არსებობს, რაც წინ გვაქვს და იქედან გვიხმობს:მაგალითისთვის ეს მანქანაც, ძალიან გამძლებეტონზე რომ დგას, და რომელშიც უსიტყვოდ, უხმოდმელოდებიან, თუმცა სიგნალს არავინ მაძლევს.
ხმაურიანი ნაბიჯებით ამ სიბნელეშიმივიჩქაროდი, უშფოთველად ეძინა ჭალას.ვიგერიებდი წვრილ-წვრილ ტოტებს ხელისგულებით,უცებ მათ შორის გზა გამოჩნდა, მყის დაიმალა.მთელი საათი მე ვარკვევდი ბილიკებს სავალს,ნაბიჯი მქონდა ჯარისკაცის მარდი, შვეულიდა დავინახე შემაღლებულ ბორცვზე რომ აველ -ეს გზა ყოფილა უდაბური და მოხვეული.ზეცა, მავთულს რომ დრეკდა თითქოს, ზუსტად ვერ მივხვდი,გზას ეხებოდა თუ ერწყმოდა - მოჩანდა მკრთალად.ასე უსიტყვოდ, უხმაუროდ მიმოვიხედედა დავინახე – ახლა უკვე მე სულ სხვა ჭალა.

ბროდსკი იოსიფ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი