პოეზია · ლირიკა
* * * მხოლოდ ის ვიყავ (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
მ.ბ.-ს
მხოლოდ ის ვიყავ, რაც გაახარაშეხებამ შენი ნაზი ხელების,რომლის წინაშეც ღამე წელამდემოიდრიკა და შუბლი დახარა.
მხოლოდ ის, რასაც გადმოჰყურებდი,თავიდან ჭვრედტდი ბუნდოვნად მხოლოდ,მკაფიო შტრიხებს არჩევდი ბოლოს.ასე ნელ–ნელა საფეხურებად.
ეს შენ იყავი - კვლავ მოფერებით,მხურვალე, ცხელი, ჩუმი ჩურჩულითდამასხი ორივ ნიჟარა ყურის,და მეც ჩამესმა ნაზი ბგერები.
ეს შენ იყავი, კუთხეში მდგარიფოჩიან ფარდას წიწკნიდი ხელით,მე ხმა ჩამიდგი სხვა ხმათა დარიდა ამიჟღერე ნოტიო ყელი.
ბრმა ვიყავი და ვერ ვჭვრეტდი დილას.შენ ხან გამოჩნდი, ხან დაიმალე,და თვალის ჩინი მიეც ჩემს თვალებს.ამგვარად რჩება ამქვეყნად კვალი.
ასე შექმნილა სამყარო ჩვენი.ამგვარად შექმნილს ხშირად ძალიანმივუშვებთ,ვაცლით ნებაზე ტრიალს.ასე გვეცლება ხელიდან ძღვენი.
დღე იქნება თუ ღამე უძირო,გრიგალი, ქარი, დარი, ავდარი,ვეებერთელა სამყაროს მცირენაწილი დღესაც ბრუნავს ამგვარად.