პოეზია · ლირიკა
* * * დადექ პროფილით (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
დადექ პროფილით. პროფილი ხომ ამ სახეს ბროლისუფრო მკაფიოს, ნათელს აჩენს, ვიდრე ოვალიმოღალატური თვისებებით მბრუნავი ბორბლის:ადგილთა ცვლით და ასე შემდეგ, მსგავსი ყოველი.იგი დღის ბოლოს მახსენებდა მე ხშირად წამითდევნით გარდაცვლილს, ან პულმანის ვაგონებს მწვანეს,ან ლოკომოტივს გადარეულს, ტილოზე ღამითჩემს ხელის გულზე რომ გაჩერდა და შეისვენა,ბუ კი კიოდა ტყეში. ვხვდები სირცხვილით ახლა -ბუ არ ყოფილა; თუმცა მაშინ სიბნელის კართანშაშვი ბუში რომ ამერია – მე გამიხარდა:ღაწვმაღალ ჩიტში, პროფილთლილი ჩიტი ნისკარტა.პროფილში თუმცა ნაწილი ჩანს, არ გრჩება დარდადის, რაც არა ჩანს, თვალებიც რომ ბევრი აცეცო.და ერთ ღამეში ის ხმაც სევდას გადაბერტყავდა,როგორც შიშველი ხელით ზღურბლთან პურის ნამცეცებს.