↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუკი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19197 ნახვა

—
თუკი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით,იანვარშიც აღარ გავიყინებით...საათნავას ანაფორის უბეშიჩარჩენოდა ჭიანურის სიმები.
გაუმარჯოს, ვისი გულიც გულია!ვისაც თოვლში ოცნებით გაუვლია!ვინც გესროლა თოვლი და გაგიღიმა,სიყვარულით ვინც კი გათანგულია!
ვისაც გულში სიმღერა ჩაგრჩენიათდა სიმებზე არ დაგღლიათ ხელები,დაიბუგეთ და იყავთ იავარ!მიანარცხეთ ჩანგზე საფეთქელები!
მე მაჟრჟოლებს ჩემი დიდი დროება...დავინახე, ცეცხლი ცეცხლზე მოება.დავინახე, მეხმა როგორ დააპოსაქართველოს საყდრული მყუდროება!
ლეონიძე! ამ დღეებს უდარაჯე,შენ თუ გასძლებ, - შენივ სიტყვის იმედით...საათნავას გაყინულ სუდარაშიჩარჩენოდა ჭიანურის სიმები...
1926
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი