↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუ წავიდა გაზაფხული

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20035 ნახვა

—
გაზაფხულის ცის ნაცრემლმა,წაიარა წვრილმა წვიმამ;თითქოს ათას ციცნათელამიცელქა და იყმაწვილა!სიყმაწვილის ფერი ედოყველაფერს და ყოველივეს;გაზაფხულის ოქრომკედო,მაისის მზევ, მოლივლივევ!სიჭაბუკევ, ისევ მოდი.ფრინველების გესმის ტაში?მოიწოდე ნუშის ტოტი,ხელი სტაცე ჩანჩქერს ფრთაში!თუ წავიდა გაზაფხული,მშვენიერი, მზის დამფრქვევი, ―გზა არ დასთმო ზამბახური,არ მოეშვე, თან წაჰყევი!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი