↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუშის ქალი ალავერდობაში

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19200 ნახვა

—
ერთიც დაჰკივლე თუშურად,ქარს შეუერთდი ქარშივე,ფრთაგატყორცნილი არწივიფრენაში გაიკავშირე.
პირანთებული ჰშვენოდი,გადაქნეული ხმალივით,შავთმაჩაშლილი ქალწულიმოჰქროდი ქარიშხალივით.
ქვაბების ნაორთქლარ ნისლშიღრეოდა თუშთა ყრილობა.ქუსლამოკრული ქურანიმიჰქროდა ნიავქარული;
შენი მხედრობა მიყვარდადა შენი თავდახრილობა,შენი მოხედვა, ხოხობო,და სიკისკასე ქალური.
ხვალ ყველა დაგაშაირებსალვანს, ბახტრიონს, თიანეთს,ერთმუხლად გამოშვებულიცხენი რომ გააფრთიანე.
და თითქოს მოსწყდი მიწიდან,ჰქროდი ხმელეთის გარესა,სიგრძე და განი სად იყო,სულ იქროლებდი ზღვათამდე;
გინდოდა ცხენის ქროლაშიგასწრება ნიავქარისა,ვარსკვლავიანი ღრუბლებითითქოს შენს სახეს ჰხატავდნენ.
შორს შავარდენი მოგდევდა,შენი გმირობის მაყარი,შენი კბილივით ელავდნენმთები რთვილგადანაყარი.
ვისკენ მიჰქროდი, საითკენ,სივრცეში შეუხედარი,ვის მისძახოდა შენი ხმა,ვინ იყო შენი მხედარი? -
შენს სიყრმის დილას მისდევდი,შენს ტურფა ყმაწვილქალობას,შენს დაშუქებულ მომავალს,ხვედრით რომ დაიმსახურე.
და ხმოვანებით ციური,ვით იდუმალი გალობა,ჯირითის ქარში, მესმოდა,ჟღეროდა შენი საყურე.
ჩემს სიჭაბუკეს მიჰგავდი,ჩემს აღტაცებულ ოცნებას,ჩემს ღელვას ჰგვანდა გაქროლვადა შენი დაცხენოსნება!
გავა დრო, განა შემხვდებაკიდევ მე შენი ყურება?სხვა გაზაფხულის წვიმებიმწვერვალებს დაეწურება.
სხვა იჯირითებს, სხვა იმღერსსხვა მზეში ნაზიარები...ისევ დარეკავს მთებიდანმიმინოს ოქროს ზარები...
1934
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი