↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მ ი ნ ი მ ე ბ ი

გაბაიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი19631 ნახვა

—
* * *სევდა - კერკეტი კაკალივით გაუტეხელიწვიმაში დადნა...
* * *სიზმარი ცხადი ეგონა,შეეშინდა და სამუდამოდ დაიძინა.
* * *გაყვითლდა და ჩამოვარდა...კენწეროდან მიწამდე თვალწინმთელმა გაზაფხულ-ზაფხულმა გაურბინა.
* * *ფილტვებში ჰაერი გამოელიათ ნაძვებს,შენს ყოველ ამოსუნთქვას ამის გამო ელიან...
* * *სოფელი დაცარიელდა,თითქოსსახლებში ღამე გამოუმწყვდევიათ..
* * *არა აღმოსავლეთიდან,ტაძრის გუმბათიდან ამოდის ჩვენთან მზე...
* * *სანთელი აანთო,თვალები ლოცვით ამოივსოდა სამყარო ვეღარ დაინახა.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი