↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი ბრაილი

ანფიმიადი დიანა

2009-08-121 წთ საკითხავი3008 ნახვა

—
"იასამნისფერ,წითელ,ყვითელ,მწვანე, ოქროსფერფერებს ითხოვდეს,მეტრო - მეტრო დამათხოვრობდეს"( ჩემი ძველი ლექსიდან)
( ზაზას, რომელიც ხედავსდა ყველა უსინათლოს) )
თეთრი - ეს უფრო ბგერა არის - ალბათ ფლეიტა,ფლატეა, ფრთხილად, ციცაბოა, არ გადაქანდე- სუსხის ბგერები გვესობიან -განა ბეღურებს - ჭრელ თუთიყუშებს გვიქანავებსყინვის ქანდარა -
ჩემი მეზობლის ოცი კატა - მთელი ორკესტრიკნავის - ეს უკვე ყვითელია, მთვარე სავსეაჩვენი ელექტროყვავილებით - სახლების შუქით.როგორ თენდება-ცა ალუბლის მუსით დასვარეს.შავი - არცერთი ხმა არ ისმის,გვძინავს ან ვკვდებით,ფრთხილად ჭრიალებს იატაკი -ჩანს - განაცრისფრდა,ცისფერი - ტალღა ცხელ ტერფებზე,დამშვიდდა სუნთქვა,ქარმაც სამოსში შეინახა მტვრის და ნაცრის ფრთა.წითელი - ლავა და ასოცი ვოლტი, ვოლტორნებსტრომბონებს, ტუბებსყველას ერთად უკრავს ორკესტრი,შენი თითები ჩემს მუცელთან - მწვანე,ლურჯი კი -სანამ ოქროსფრად ინათებდა კოცნა მოგვესწრო... . . .
შენ მეკითხები - სჯობს დავბრმავდეთ თუ სჯობს დავყრუვდეთმე გეკითხები სჯობს დავბრმავდეთ თუ სჯობს დავყრუვდეთ
მპასუხობ:შენი ათასფერი ტბები ამოშრაგპასუხობ -შენი ათასფერი ყანა გადახმადა მაშინ მზერაც კოცონივით გადაბრიალდა.
ჩემი ბრალია ეს ბრაილიშენი ბრალია.
ანფიმიადი დიანა

ანფიმიადი დიანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი