პოეზია · ლირიკა
წესები ფეხით მოსიარულეთათვის
1) არ მოისმინოსაკუთარი ნაბიჯის რიტმი,შეიძლება აგიყოლიოს.2) ბუდას მეწამულ შესამოსელსარ მოუხდებაშენი თეთრი ბოტასის კვალი.3) თუკი კვერცხებს დებსშენი ქოხი ქათმის ფეხებზე– არ გაიკვირვო.4) არ დაელოდომწვანის ანთებას,დე, მანქანები შემოგატყდნენ,როგორც ფრჩხილები.5) მარჯვნივ იარერადგან მარცხნივმკვდრები მოდიან6) არ გაბოროტდე,როცა ქუჩა წინ გადაგასწრებს.7) არც ბაყაყების კოცნა არ ღირს –ყველა ბაყაყი მარადმწვანეა.8) ვინც გვერდით მოგდევს,ნურასოდეს აუწყობნაბიჯს.9) რომ გადადიხარ,დაივარცხნე თმა,შეიღებე ტუჩები,გაისწორე მუხლთან წინდები,ამ დროსარცერთი მანქანა არ დაგეჯახება.10) დაიმახსოვრე,შუქნიშნები არ არსებობენ.10) სხვებმა იარონ,შენ გაჩერდი,იარონ სხვებმა.