პოეზია · ლირიკა
newოდისეა
( პენელოპეს)
ჩემი თვალების საფოლაქეებიდა აწყვეტილი ღილები,ჩემი თვალების საფოლაქეებიდა აწყვეტილი ღილებიღილი გაგორდა იატაკზედა მეც გავყევი:
კორპუსებს დინჯად დაუწყვიათზორბა ტორებიბენზინს, დილის ნამს,შარდის წვეთებს,იშრობს გაზონი(უვერტიურა ვერც გავჭერი,და ვერც გავზომე)მივდივარპალტოს საყელოს და შარვლის სწორებით.
მორიგი ტალღა გადავლახე - მორიგი ჟესტი( ვთქვათ, თმის ყურს უკან გადაწევაანდა პირიქით)ხომალდს - ადგილზე დიდხანს დგომით დაშლილს, დანესტილს,როგორც გაბუტულ შეყვარებულს - შემოვირიგებ..
შენ ქსოვ და არღვევჩემს სავალ გზას,ზედაც აქარგავ,ჩაგთვლიმათვალი ჩაგივარდა -სცილა, ქარიბდა...და შენი, როგორც საკუთარი თავის დაკარგვა...და მერე ჩაქრა ტროას ოქრო,მზეც გაღარიბდა....
მქსოვდა გრძელდება ჩემი ჩრდილი საქსოვ დაზგაზედა შენი თავიშენ მიერვე - ოქროს გვირისტი,და საკუთარი დაპირების მიყეფს ნაგაზი:- აუცილებლად დავბრუნდები იქით კვირისთვის....
ვერ მოასწარი დაგერღვიე( წესი) ნაქსოვი,ვერ გხედავ მძინარს -ვგრძნობ ჩემს ზურგზე შენს თმას დაფენილს.აქ ვარ და მაინცცხრა ზღვას იქით მყოფი გახსოვარ,და არაფერიარაფერისულ არაფერი....
ჩემი თვალების საფოლაქეებიდა აწყვეტილი ღილები,ჩემი თვალების საფოლაქეებიდა აწყვეტილი ღილებიღილი გაგორდა იატაკზედა მეც გავყევი.....