↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განიმედი

ანფიმიადი დიანა

2026-07-181 წთ საკითხავი3013 ნახვა

—
კარაქის გარდა,ამ პურზე რომ მურაბაც ესვასტკბილად წვეთავდეს,ვუხვედრებდე ენას და თითებს,და მამაც იჯდეს მაგიდასთანმკაცრად და მშვიდადმურაბით დასვრილ სახელოზემიმითითებდეს.ქიშმიშის გარდაამ შოკოლადსთხილიც რომ ჰქონდესციყვების ყველა ბუნაგიდანგამოტანილიბაბუაჩემი თავის ახალ ღვინოს სინჯავდეს,აქებდეს– კარგი სურნელი აქვს, გემო, ტანინი,ჩაიდნის გარდა,შოკოლადიც დუღდეს ქურაზემე – მწიკვით ვანილს ვუმატებდე,დედა – დარიჩინს,შუადღე იყოს,ჰაერი კი სუფთა და თბილი,ჩემი და – შოპენს,ძმა – გარჩეულ კაკალს არჩევდეს.
წყლისგან ხმელეთის გამოყოფით სანამ ერთობი -ჩამოვურიგებ ამბროზიას ბავშვობის ღმერთებს.
ანფიმიადი დიანა

ანფიმიადი დიანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი