პოეზია · ლირიკა
გლობალური დათბობის შედეგები
ავდგეთ და დავრჩეთ!ისინი კი ადგნენ, წავიდნენ,მერე რა, თუკიჩვენი მყუდრო საწოლის ნაცვლადჯოჯოები და ბაყაყები უდუღთ ჭაობებსჭურჭლის ძვირფასი მინანქარი -შენი სახის ფაქიზი წყობაამ უცნაური ნესტისაგანსულ მთლად დაობდა,მერე რა,თუკი მწვერვალებიც მთლიანად დადნაძვირფასო,რა გვეჯომოლუნგმება,ან რა თუ ისევ უღმერთოდ გშია-გამხმარ ხახაში არ გადადგის ხმელი საგზალი -ტორფიანი მიწის ლუკმები,ხანგრძლივი კოცნით შევაერთოთ ჩვენი ენები -საერთო ენა გამოვნახოთიქნებ როგორმე,და ყველა დროდან მხოლოდ ერთი -ეს დრო დავტოვოთ -წამი - ქვას ფეხი წაჰკარი დაჩემთან მოგორდა,დავრჩეთ, მერე რა,თუ ნაპირი წაშალა წყალმა,ჩვენ მოვიგონებთ ყველგანმავალ ახალ ხომალდებს,იქ კოალები ევკალიპტის ფოთლებს ღეჭავენაქ შევამოწმოთ -ჩვენი წერო კვერცხებს ხომ არ დებს,მოდი რა, დავრჩეთ,მერე რა, რომ სამოსი არ გვაქვს,რაც დაგვრჩა - ისიც დაძონძილი,გამოხეული,გადავივიწყოთ ერთმანეთი -შენ მედამე შენსამაგიეროდ შეგვმოსავენ ნათლის სხეულით,მერე მე,ფრთხილი შეხებით და ხელის ცეცებით(მანამდე ფეხებს დავიბან და ცეცხლში გავიშრობ)ვიწრო ნაპრალში შემოვძვრები -ცოტა გეტკინოსფორტეპიანოს დავუბრუნებ ნაკლულ კლავიშებს,მერე მოიწყენ,ადგება და სველ თიხად დაგშლის,და თიხის სველი ნამცხვარი ხარიმის სუფრაზე,როდესაც შეგჭამს,დააყოლებს მარტორქის ცხელ რძესდაყრილ ნამცეცებსენით კარგად მოასუფთავებს.
ბარაქიანად დანაყრდება და მერე იტყვის:
"გაქრნენ მხეცები და ყოველი პირუტყვი ქვეყნისა გვარისაებრდა ყოველი ფრთოსანი ფრინველიდა ქვეწარმავალნი ქვეყნისა მათი გვარისაებრდა ორი დიდი მნათობი დღისა და ღამის გასანათებლად- მზე და მთვარე და ვარსკვლავებიდა მცენარეული ბალახი, თესლის მთესველიდა ხე ნაყოფიერი, ნაყოფის გამომღებელიდა წყალი ცის ქვეშ ერთ საკრებელშიდა ხმელეთიდა ცა და მიწადა ღამე და დღედა ნათელი . . ."
შუქს რომ ჩააქრობს,წამოწვება რკინის საწოლზე,ააფუმფულებს ფერად ბალიშს -თავქვეშ დაიდებს,და დაიძინებსდაქანცული ბავშვივით ტკბილადრომ ხვალ დილიდანწამოდგეს და შექმნას თავიდან.
ავდგეთ და დავრჩეთისინი კი ადგნენ, წავიდნენ.