↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანტიგონე

ანფიმიადი დიანა

2026-07-181 წთ საკითხავი3013 ნახვა

—
ყველამ დამარხოს ყველას მკვდარიმებაღევ, გესმის?ბრინჯს, სიმინდს, ხორბალს– შენი ცოლის ფხვიერი ტანი,მკვდარ ლეკვს– ფეხსაცმლის ძველი ყუთიწყალს– ცხელი პეშვინაყოფს, ხის ძირას ჩამოცვენილს -კალთის შეშვერა.
ყველამ დამარხოს ყველას მკვდარი,მეთევზევ, გესმის?ზღვაში დათესე ყველა თევზი,რაც ბადეს მოჰყვა,მტვერს ამრავლებენ ნივთები დადამტვერვა ნივთებს,ხოლო სიყვარულს– შენი ხელის მხარზე დამყნობა.ყველამ დამარხოს ყველას მკვდარი,დიანა, გესმის?ყველა ნაგავი დაიბრუნე ,რაც გადაყარე,თაროზე მტვერი,მაგიდაზე ხახვის ნაფცქვენიყველი და პურიც გაამზადე –თაგვის სამხარი.
ყველამ დამარხოს ყველა მკვდარიმერე მაჩვენოს -გვამი თესლივით თუ ღვივდებაწყალში დამბალი.მარცხენა ხელი ჩემი ძმააძმაა მარჯვენაც,მარჯვენა მკვდრად დამარცხენა კი ცოცხლად დავფალი.ყველამ დამარხოს ყველას მკვდარი,ყველამ დამმარხეთ.
ანფიმიადი დიანა

ანფიმიადი დიანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი