პოეზია · ლირიკა
გალათეა
მკვახე სიტყვები მწიფდებიან.როდესაც სასა ისე ტკბება -შაქარს ობივით მოიკიდებს.
ჩვენ რძე თეთრ ზეწრად გავახამეთ.დუმილს, ჭერზე რომ ებჯინება კენწეროები,ისე ძლიერად ვარხევთ და ვბერტყავთრომ ჩვენი სუნთქვა ტოტებად და ფოთლებად სცვივასიტყვის წვნიანი ნაყოფებიზეწარს გვისვრიან.მკვახე სიტყვები მწიფდებიანროდესაც ყელი ყველა მხრიდან ისე ხავსდება,ვერ დაინახავ ჩრდილოეთს და ვერ გამოაგნებ.
მოდი, ამ დილით გავიღვიძებ –
შენი კანის უბრალო ტილო,გაფითრების თეთრი მიტკალი.ღამის ატლასი,მზის სხივების თბილი ხავერდი,სისხამის შალიგამჭვირვალე წყლის აბრეშუმი,ჩვილი ბამბა და ბამბაზიაც დასაწყისისთვის.
შეხებასავით მარტივია დღეს ყველაფერი.
მკვახე სიტყვები მწიფდებიან,მარმარილოც დამწიფდეს,დროა.