პოეზია · ლირიკა
აღსარება
ადამიანის სული მცემს , ღმერთო,ეს იმას ნიშნავს,გადავთიბო ჰაერი მანამ,სანამ კანი აბალახდება.ადამიანის სული მცემს , ღმერთო,ეს იმას ნიშნავს,რომ ტყუილად ვაბრალებ ფუტკარს -თაფლი ზუზუნებს.ადამიანის სული მცემს, ღმერთო,ჭრილობას, როგორც ტყის ველურ მარწყვს,მოვაყრი შაქარს.ადამიანის სული მცემს, ღმერთო,ჰაერით,როგორც წაბლის თაფლითგაწებილ თითებსურცხვად ვილოკავ.ადამიანის სული მცემს, ღმერთო,სისხამზე ვწველი ღრუბლის ცურებს -ჩემი ირმის რძის აბაზანა.ადამიანის სული მცემს ღმერთომიწას ყველივით შევატანეთეთრი ტაძრების ნანგრევები,ადამიანის სული მცემს ღმერთოკუს დახავსებულ ბაკანს მოჰგავსჩემი სიმშვიდე.
ადამიანის სული მცემს ღმერთო....
სხვა დაასახლე ესკიმოსთა სამკუთხაქოხშითევზის ფხისგან რომ ამიშენე,აჰა, ალმასის გულსაკიდი -- ცა - ჩრდილოეთის ციალებად,ადამიანის სუნი მცემს , ღმერთოსუნთქვა ფილტვებში დამითბებასიტყვა ბაგეში დამიტკბებათუნდ იყოსმჟავა ციანიდის....
ადამიანის სული მცემს, ღმერთო...