პოეზია · ლირიკა
მშვენიერი ხეები
ჩემს სოფელში ხეებია, _გამოიყვან აკვანს, გინდა ერქვანს...მართალია, უმრავლესი თხმელებია, _ურევია კოპიტიც და ძელქვაც!..მზეზე ხარობს ბებერიც და ნორჩიც, _ზოგი _ კაცს ჰგავს,ზოგი _ ქალს დაზოგი ბალღს...რომელიმეს ნაადრევად მოჭრი? _ღმერთი სასჯელს შესაფერისსმოგიზღავს!..წავალ... ჩავალ, _ახალ ნერგებს დავრგავ...ამას მართლა გულით ვამბობ, ღმერთმანი!..ეჰ, ხეებო! _საჭიროა აკვანიც და ერქვანიც!.....ჩემს სოფელში მშვენიერი ხეებია, _მორთულები ატლასით და ფლასით!..მართალია, უმრავლესი თხმელებია, _თქვენ მე მკითხეთ იმ თხმელებისფასი!..