პოეზია · ლირიკა
*** "ეს ზეცა და ეს მინდორი"
ეს ზეცა და ეს მინდორი,ეს ღელე და მთა,მე არც მომიტანიადა...ვერც წავიღებ თან!ამ დალოცვილ მიწაზეყველაფერი თავდება,რამე თუ არ იწამეუკვდავების თავდებად.ო, რა ნელა თენდება,ო, რა ჩქარა ღამდება!..გიწამე და... ტკივილითანდათან მიამდება,გაიხედე, თუ ძმა ხარ,თენდება თუ ღამდება?!