პოეზია · ლირიკა
მონატრებულ ბიჭებზე თქმული
სულს უჰაერო გიხუთავთ ღამე, _ხმაში, (ო, ღმერთო!) გემჩნევათ ბზარი..._ `საქართველოზე გვითხარით რამე!~ _ემუდარებით ჩამოსულ მგზავრებს!..ეჰ, გულზე ცეცხლი შემომეკიდა _ყრუდ ამოგდება თქვენი ხმა ზემოთ...ადრე წასულნო ამა ქვეყნიდან და ჩემთვის მაინც ცოცხალო ძმებო!..არსთა განმრიგე ვის და რას ჰკითხავს,მაგრამ... ყოფნა რომ შევსთხოვო დიდხანს,ვთქვათ და _ მისმინოს მაღალმა ღმერთმადა მათუსალის მიბოძოს ბედი, _მომენატრებაშეხვედრათქვენთანდა... რა მიშველის... სიკვდილის მეტი...