↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გათავდა!

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40784 ნახვა

—
წარწერა ეკწიუპერის წიგნზე
გათავდა! უკვე ახლოა სახლი,სადაც სინაზით სუნთქავს აგურიცდა სადაც ცოლი, ძლიერს და დაღლილს,უჩუმრად გიცდის, ვით ნავსადგური.და თუკი გიცდის, იმედიც გქონდეს_ვისაც უცდიან, მას ღმერთი იცავს,რომ დაუბრუნდეს მიწიერ ცოდვებსკაცი, რომელიც სჭირდება მიწას.თბილისიმას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდიდა ბევრჯერ იგრძნო გაქრობის შიში.დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილშიდა უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი.დღეს შენ ხარ და დღეს შენი ბრალია,რაც შეემთხვევა: კარგიც და ცუდიც.არც ერთი წუთით, მე გთხოვ ძალიან,არ დაივიწყო ერც ერთი წუთით.1958
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი