პოეზია · ლირიკა
* * * და აი, როგორც სველი ძაღლები
და აი,როგორც სველი ძაღლები,ისევ მოგროვდნენ კართან ჩრდილებიდა მოითხოვენ კარის გაღებას:ყეფით,წკმუტუნით და დაჟინებით.
და წვეთავს ისევ წყალი თუ ღამე,ღამე თუ შლამი,შლამი თუ სული,თუ უაზრობით შემკრთალი წამი,თუ სიმარტოვით გახსნილი წყლული...
რაღა აზრი აქვს ან რითი შეცვლიფუძეგამოცლილ ცასა და მიწას,ვერც სისხლის სითბოს ვერ შეცვლი ცეცხლითვერც დაპირებას ვერ აქცევ ფიცად.
თავს ვერ დააღწევ ბედის მარწუხებს,ვერ დააბრუნებ გასროლილ ტყვიასდა სხვას არასდროს არ შეაწუხებსის,რასაც შენი წუხილი ჰქვია.
ადგილს მიწაზე ყველგან იშოვისდღეის აჩრდილი და ხვალის მტვერი,მაგრამ ვერავინ ვერ მოიშორაიმედი-სულის მთავრი მტერი.
ჩემი ცხოვრებაც,ბუნების სარკე,კვლავ განსაზღვრული სიჩქარით მიჰქრისდა მაინც ხალხში დაეძებს საკვებსმშიერ თაგვივით თამამი ფიქრი.
ნახვამდის,ზღვაო,თავისუფალო!ნახვამდის,თუმცა შენთან ვარ ისევდა დაყრუებულ სხეულით ვისმენშენ ხმას თუ ხმაურს:მხნეს და უბრალოს...
1968