↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * და მაინც დიდი გზაა იქამდე

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40777 ნახვა

—
რა წამს კი დავიბადებით,იქვე საფლავი მზა არი.ხალხური
...და მაინც დიდი გზაა იქამდე,კვლავ შევესწრები ხის აყვავებას,კვლავ შემაწუხებს,რაც დავიქადნე,ქმნად სიკეთისა რაც მაკავებდა.
და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა,გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან,მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,რაც ჩემი ნებით არ დამითმია.
1975
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი