პოეზია · ლირიკა
ნოსტალგია
(მანქანით მივემგზავრები წერაქვს დაფიქრში ვეპაექრები მღვდელს, რომელსაცძალიან უყვარს ციკნის ჩახოხბილი...)
იკინძება სავალისევდანარევ კადრებად,მოსდებია გზისპირებსმათრობელა იელი...მენატრება სიცოცხლე,მოკეთე მენატრება,მენატრება მისანდოსიტყვა და საქციელი...
მართალია, სოფელიდარჩა ფაფხურს ამაოს,გახსოვთ, სწუხდა პოეტი —ვეღარ განარჩიესო...არც თქვენ გმოსავთ ნათელი,ჯვრისმტვირთველო მამაო!მენატრება სამშობლო,მენატრება იესო...