პოეზია · ლირიკა
(ეხ, სიყმაწვილევ...)
ეხ, სიყმაწვილევ,სიყმაწვილევ, ღვთის ანაბარავ,უქონელის ერთი ხელი ტანსაცმელივითუცებ გაგცვითე,შენს თაფლს ხშირადკრაზანა და ბუზი ეხვია!შენი წყლისაცახლომახლო არავინ იყო,არც სიბერით დაწმენდილიგყავდა მშობელი...ო, როგორ მინდაშეგავლო თვალი —სიფრიფანას,გვირილების გვირგვინით შემკულს,მზის ქარიშხლებშიმოლივლივე მინდვრად დიდიპეპლების მდევარს...მაპატიე, წრფელო, უბრყვილოვ,გაგიმეტე,ამღვრეული გამოგესალმე,აქაური სევდის ფსკერიცუშენოდ ვნახე —უკვდავებაზე უარი ვთქვისიყვარულისთვის!