↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

(ო, სიყვარულო...)

ორჯონიკიძე იზა

2026-07-181 წთ საკითხავი4651 ნახვა

—
ო, სიყვარულო,მოწყალე იყავ!თუ გამიხსენსიბრძნისა და სიუხვის კარი,ცოტაც კიდევ დაითმინე,ნუ აიკრეფ ადვილად კალთას,ნუ გამეცლები!მაისის წყალს როცა მეც დავლევ,შენა ხარ ჩემი ერთადერთი ჭირისუფალი,სიხარულის უკანასკნელ ცრემლსშენ გიტოვებ,შენს მომლოდინეს —ყველას, ყველას წამწამს შეაბი...სამარის ბნელშიცშესძრავს ჩემს გულსშენი სუნთქვა — ელვის ნაკვესი,შენი ქარცეცხლის დალოცვილი,წმინდა ჩქერალი...

ორჯონიკიძე იზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი