პოეზია · ლირიკა
* * * დაღლილი და ბებერი
დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი...მობუზულან სოფლები, როგორც ღმერთის ობლები.ბელტზე ყვინთავს ყარყატი(გამარჯობა-ნახვამდის)დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი.იძირება სარკმელში, როგორც წყალში ანკესი.დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი.დაღლილი და ბებერი მიდის მატარებელი..და ფოთლები კაეშნის ფარფატებენ ჰაერში...
1976