↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40777 ნახვა

—
დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით...მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდესამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.
ეს სულ არ არის ამინდის ბრალი,არც ღვინის ბრალი... მეც ვგრძნობ და ვიცი,თუმცა ხეები გვანან დღეს მთვრალებსდა მტკვარიც თითქოს შიგნიდან იწვის.
ეხეთქებიან ტოტები ტოტებს,ზეცას იკლებენ ვაით და ვიშით.და მაინც, ჩემგან სახსოვრად გქონდესამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.
1957
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი