↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დედაა, რასაც პირველად ნახავ

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40781 ნახვა

—
დედაა, რასაც პირველად ნახავ.მამით იწყება გზებზე ფიქრები.მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახესიმ დღისთვის როცა აღარ ვიქნებით.ბავშვობა გადის და უცებ გადის.ჩვენც გვიხარია, რომ უცებ გადის.აღარ ჩანს-დღემდე რაც ნათლად ჩანდა,ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.ვერც ჩვენ ვახერხებთ იმ განძის პოვნას,ვცერც ჩვენ ვნახულობთ იმ აშიშ სოროს,რომელიც დიდხანს მოჰყვება ხსოვნასდა ბავშვობაში არსებობს მხოლოდ.სამაგიეროდ დღემდე ჩაკეტილს,დღეს ყველა ქუჩას გვიჩენს ქალაქიდა უკვე ვიცით, ვინ რას აკეთებსულაპარაკოდ თუ ლაპარაკით.ჩვენ აღარ გვაკრთობს ხმაური ქარისდა აღარც დედებს არ ვეტირებით,რადგან ზღაპრების გმირების დარად,ვართ ბოროტები ან კეთილები.და ყველა ვცდილობთ რაღაცის შოვნას,ყველამ ვიღაცას მივეცით ფიცი.ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს თოვლი,ბავშვები როგორ ჩნდებიან ვიცით.და უცებ სულში შემოდის ქალი:ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით....და ტკივილამდე გახელილ თვალებსეცოტავებათ ზეცის ნათელი.ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებსდა გაბრუებულ ფრინველის მსგავსადვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით....და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახესიმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.
1958
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი