პოეზია · ლირიკა
სიზმარი
აკაკი წერეთელი 1840–1915
ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, -ქართველ ქალთა ვნახე კრება;გეფიცებით, მისი ნახვაახლაც ისევ მენატრება!ტახტზე იჯდა თამარ მეფე,მომხიბლავი, ეშხიანი!..მარცხნით უდგა თინათინი,მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი.გარს ეხვიენ სხვა ქალებიც,როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება,ცალ-ცალკე და ყველა ერთად,სიცოცხლე და ნეტარება!..შემოვიდა რუსთაველი,ის სულმნათი და მგოსანი,ხელში ეპყრა მოწიწებითმისი “ვეფხის-ტყაოსანი”.თაყვანი სცა სწორუპოვარს,მის წინ მუხლი მოიყარა…გაიღიმა ტახტზე მჯდომმადა ცრემლები გადმოღვარა!..მზის ჭიატის დარი იყოუცნაური ის ღიმილიდა თვით გრძნობის ორჭოფობაცცრემლში იყო ჩალესილი:მასაც მგოსნის თანაგრძნობაგულში ედვა, როგორც ქალსა,მაგრამ უნდა დაეჭირათავი, როგორც დედოფალსა!ბრძანა: “გმადლობ, ვერ გადვიხდი,როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, -უკვდავების მოსახვეჭადმიგაპირებ მომავალსა!..”მიუბრუნდა მერე იქ მდგომნესტანსა და თინათინსა:“თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურსიყვარულს და შვება-ლხინსა:გიანდერძებთ საქმროდ ყველასტარიელს და ავთანდილსა,რომ ქართველი ქართველ გმირადგამოზრდიდეს შვილიშვილსა!”ეს რომ ბრძანა, ნათელ სვეტადგადმოეშვა ცისარტყელა:აიტაცა შუქმა შუქიდა მას გაჰყვა თანვე ყველა!მე კი დავრჩი… შემეშინდა!..მიმოვავლე გარს თვალებიდა რა ვნახე იმათ ნაცვლად?!..სხვა ხალხი და სხვა ქალები!..არც თამარი, არც თინათინ,აღარც ნესტან-დარეჯანი!…აღარც ერთს არ ეტყობოდაქართველობის რამ ნიშანი!..გული დამწყდა!… გამეღვიძა,ნაღვლიანად გამეცინა!..ვთქვი: “ნეტავი არ მენახა,საუკუნოდ დამეძინა!..”1898 წ.