პოეზია · ლირიკა
კავშირთა ჰარმონია
თავისთვისაც ჯერ ხომ კარგად არ ვიცი ბევრი,რომელ ვარსკვლავთან მაკავშირებსრომელი ნერვი.როცა კარგად ვარ, ან ცუდად ვარ,ან რამე მინდა,მაშინ ყველგან ვარ: ცაში, ზღვაში,მთაში თუ მინდვრად.იქნებ ამ ხედვით, ენით, სმენით,შეხებით, ყნოსვით,დიდი რამ ხდება სამყაროშიჩემამდე მოსვლის?და როცა მიჭირს, როცა სული მიჭირავს მუჭით,იქნებ რაღაცას ვარსკვლავეთში ჩემს გამო უჭირს?ან სიხარული, რომ ედება სიცოცხლეს ხანძრად, _იქნებ ვარსკვლავსაც ჩემი გულის კაკუნი კაწრავს?