პოეზია · ლირიკა
ჩემი საყვარელი გმირი
ვაჟკაცი მტერიასეთ ღვთის მსახურს არ აკუწავს,მაგრამალბათ, მტრმაც იცოდა, რომ არის საერთოღვთისა და ერის სამსახურს შორის.ქართველი,გინა ქრისტიანი,გინა ურჯულო,ამ ქვეყნად გაძლებს მანამდე,სანამდე სულში ეყოლებაერთი თევდორე.„ჩემი სოფელი“ჩემი სოფელი პატარაა.სოფელში ოცი ოჯახია,ოცი ოდა,ოცი ნალია,ოცი ვენახი,ჩვენს სოფელშიმარტო საუფლო ღვინო იციან.ლამაზი გოგონები არიანჩვენ სოფელშიდაერთადერთს,ისიც სოფლის თავმჯდომარისგოგოს აცვია ამერიკული ფიქრმის ჯინსები.ბებია გვეუბნება , რომ ამერიკა ჩვენი მტერიადა ეს იმაში ეტყობა, რომ რაღაც ჯინსებიშემოგვატყუაბებია ყოფილა გიმნაზიელია;უმანდილოდ მეზობლებთნაც არ გადავა.ბებიასოთახში იაკობ გოგებაშვილის სურათი უკიდია,ჩემი სოფელი ჩემი ბებიაადა მე ხშირად, ძალიან ხშირად ვფიქრობროგორ იქნება ჩემი სოფელი,როცა არ იქნება ჩემი ბებია..
თავისუფალი თემა:„ჩემი საყვარელი მასწავლებელი“მონაგონია სხვა დანარჩენიმე ახალაც მახსოვს –ჩემს ხელს ხელი რომ წააშველადაპირველი ასო – „ა“,თითქოს კაცობრიობა გადაგვერჩინოს,ისე ამაყად გამოვიყვანეთ,აი, ის, ჩემი მასწავლებელი.
„ეროვნულ – პატრიოტული მოტივი ილია მიხედვით“ვერ დააგუბა ლელთ დუნიამსაუკუნის ბოღმა–ნაღველი.ვერ გაუძლო მოხევის ხორხმახანჯალივით მობჯენილ სათქმელს.შენც ვერ გაუძლებ, ერთხელაც იქნება,შენც ვერ აიტან ერთხელ იქნება,დაამ ყინულეთსსიპი შუბლით შეენარცხები –რომ გაარღვიო,გაიტანო,გაითავისო,განიფინო,განივრცო,ქვეყნის ირგვლივეთში,როგორც ეს მზე,მზე– დაღალულიბერდედასავითმიტოვებ კოშკის ყურების დაყუდებულიდა დასვამ კითხვას– როგორ გვეკუთვნის?
შვილისადმინანა – ანთია სანთელივით სახელი ნანა ,ვინ დაიწვეთებს ბოლო ცრემლებსპოეტის კუბოს,შენ გყავდა მამა, საყვარელო,შენ გყავდა მამა.გიყვარდეს მამა,გულში ბოღმა არ დააგუბო.
ნეტავ მერანი საშორიოდ არ გამეხედნა,ცაც მოწყენილა, მეგობარო,იმედიც, ქუფრობს,ძნელი ყოფილა ცარიელი ბუდის შეხედვა,ცალმერცხლიანი ბუდეებს – ათასჯერ უფრო.