↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კაპადოკიური ხილვანი

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52774 ნახვა

—

მე და ჯემალ აჯიაშვილმა ერთად მოვინახულეთ კაპადოკია

კაპადოკია არ ჰგავს ლეგენდას,გაქვავებულა დრო საოცარი,წმინდა მღვიმეში მინდა შეხედვა,გაჩურჩულება ძველ სალოცავთან.
ალბათ ანგელოზს უნდა ეცქირაისეთი ჩანდა კაპადოკია,ჩამოიხარა ნისლი ზეციდანკლდეთა შუბლების ასალოკავად.
გვითხრა: მძაფრ დროში აქ რომ მოხვედით,ჩემი დიდება თუმცა დაცლილა,აგივსებთ სულს და გულს სამოთხეთი,რადგან ივერთა მხარის კაცნი ხართ.
კლდეში გუმბათებს ანთებს გალობა,მზე სანთელივით ქედებს ადნება,მალე ჯვრით ხელში ნინო გამოვა,საქართველოსკენ გზას დაადგება.
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი