↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გრამატიკის გაკვეთილები

ანფიმიადი დიანა

2026-07-184 წთ საკითხავი3014 ნახვა

—
“მოვლენის ჩავლა სიტყვასა დასათქმელს მიღმა”
სოჰრაბ სეფეჰრი
I - პირის ნიშნები
ერთხელ ვიყავი მამაშენი,შემეძლო მხარზე ნაჯახივით შენი გადება,ძირში მოსხეპილ შენს მომდევნო და-ძმას ვბადებდი,ერთხელ ვიყავი დედაშენი,სუპში ჩემს თითებს პურთან ერთადუხვად გიფშვნიდიდა სახლობანას სათამაშოდ ომში გიშვებდი.ერთხელ ვიყავი შენი ცოლი,ლოგინში სითბოსნაკვერცხალივით ვაღვივებდი, ვუდარაჯებდი,იტალიური მაკარონის მაკრამეს ვქსოვდი,პურზე კარაქის,როგორც ხელზე ხელის გადასმას,გიზოგავდი და ისე გაჩვევდი.ერთხელ ვიყავი სინათლის ხეშენი ფანჯრიდან,კრეფდი ღამურებს – უმწიფარი შიშის ნაყოფებს,ერთხელ ვიყავი მაცივარიდა მხოლოდ შენთვისსაყინულეში მიფეთქავდა მარწყვის ნაყინი, ]ერთხელ ვიყავი შენი კაბადა სულ შემთხვევითშენს ქმართან ერთად კარადაში შემომისწარი,სიტყვის მორგება კაბის ნაცვლადმაშინ ისწავლე.ერთხელ ვიყავი შენი ლურჯი ხავერდის ფარდამრცხვენოდა, შენთვის გამემხილა ცუდი ამინდი,ერთხელ ვიყავი შენი ქმარიდა ცვილის ფრთები,როცა ნათურას ვამაგრებდი, მაშინ დამიდნა.ერთხელ ვიყავი საწოლი და როცა გეძინაფეხები ძირში გადამაჭრესზეწარი აფრად გამომაბეს,ბალიში წყალში დაახრჩვეს დაგამდინარე წყალს დამაყოლეს,მაშინ ისწავლე სიზმრის სუნი,სიზმრის შეხება:(შუბლზე – გლობუსის აზიაზეძმრიანი ტილოს დაფარება,ცივ მდინარეში გაგრილებასაბნიდან ფეხის გაპარებით......)ერთხელ ვიყავი ხელთათმანიდა შენ მაგივრადბასრი ყინულის კლავესინზე სიზმრებს ვარჩევდი,ერთხელ ვიყავი უბრალოდ კიბე,უბრალოდ კიბე სხვის კარამდე, შენ ვერც მამჩნევდი,ერთხელ ვიყავი ჭერიშენი საწოლის ზემოთ,მზერით ამხადე , მეცხრე ცამდე გამაფართოვე,ერთ დღეს, ორივემ გავიგონეთ ფრთხილი კაკუნი –დასჭედეს კუბოს სახურავიდა მიგვატოვეს....თოვლის პაპას რომ საჩუქრები ჩვენგან მიჰქონდა,მაშინ ვიყავი შენ და მფიქრობდი.ერთხელ.

II – ადგილის გარემოება

იყო ქალაქი,სადაც შენ იყავი ოთახის შუაგულში მდგარი მაგიდადა შენზე ზურგით მიყრდნობილი სკამის ნეკნებს ითვლიდი
( შენი მალები – ამბობ – ლიფტის ღილაკებია,ყველა სართულის ნეტარებას გამოვიძახებ)
იყო ქალაქი,სადაც ასფალტს ყოველდღე რწყავდიშადრევნიანი სკვერები რომ ამოსულიყვნენ
( რადიოტალღები – ამბობ, -და ჩვენც – რადიოთევზები)
იყო ქალაქიდა საბანიდა მთვარე შიშველ ცერებს ითბობდა
(შენ ამბობ – არასდროს არ წერო მთვარეზე,სკამი ფანჯარასთან დადგი ზურგშექცევით)
იყო ქალაქიდა ჩვენც ვიყავით.
გიყვები როგორ, როგორ არ და როგორ ძალიან,და ყველაფერი გასაოცრად მარტივი ხდება,აღმნიშვნელებმა გაიხადეს აღსანიშნებისიტყვაში “სახლი” ჩვენ ორს გვიწევს გადასახლება,დავსახლდით,ახლა გამოვაღებ ხმოვნების ფანჯრებსრომ მერე სუნთქვა გავასწორო მათზე – ფარდები,სიტყვებმა, როგორც ყვავილებმა დაკარგეს ღეროდა ორდღიანი პეპლებივით დაფარფატებენ,იყო ქალაქი, როგორც ქმარი სამსახურიდან,მისი ფეხსაცმლის ძირებიდან,ჩემი თმის სარჭითვჩიჩქნიდი ტალახს და ხიდისქვეშ მიმჭკნარ მეძავებსდა ვერცხლის ბურთებს გატეხილი თერმომეტრიდანვღეჭავდი,როგორც მენთოლიან საღეჭ რეზინას.....მოვკვდი,ან იქნებ გადამიჭრეს კედებზე თასმა –ფეხის თითებმაც აიშვეს და -ნამი, ბალახი....გაქრა ქალაქი და ასფალტიდა წუთი სადაცარ შემიძლია არსებობა, თუ შენ არა ხარ!
და ერთადერთი ერთად ყოფნას რაც გვიადვილებს –სიტყვებს ვუნაცვლებ მნიშვნელობებს,ნივთებს - ადგილებს.

III - სასვენი ნიშნები

ნაბიჯიჩვენ ვსუნთქავთქალაქი წყალშია,მივდივართ,ნაბიჯიწყალშია ქალაქი,დღეს ცხრასართულიან მწვერვალზე მივცოცავთნურც წყალს და ნურც საგზალს ნუ მოიმარაგებ.აქ ძაფგამობმული ფერადი ფილტვებითგულს უნდა გაფრენა – ყელთან გვებჯინება,ფრთხილად დააბიჯე აივნის მოაჯირსმცდარად ირეკლავენ გზას – ფანჯრის მინები,აქ ნისლი არ არის,აქ წვიმის წყალია,სახურავებიდან ბზარებში ნადენი,ქალაქი სარეცხის თოკებით გვამაგრებს,ავედით,მწვერვალზე ვაყენებთ ანტენას!
ანფიმიადი დიანა

ანფიმიადი დიანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი