↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გრიპი

ანფიმიადი დიანა

2026-07-181 წთ საკითხავი3013 ნახვა

—
სანამ დაუკრავ,ჯერ გულდასმით უსმინე ბგერას,სანამ სახსრებში ყრუ ტკივილად ვიგულისხმები,და სანამ ფრჩხილებს და სურვილებს ძირში დაიჭრი,ჯერ კიდევ შეძლებ შემაჩერო.გადმოგილაგე მაგ დათოვლილ ხელისგულებზედედამიწის ყრუ წიაღები,სიტყვები ჩემი ქვიშიანი ნაპირებიდანდუმილის ზღვაში კუნძულებად ამოირიყა,მე შენთან მინდადა ამ უბრალო ორშაბათ დილითხალხით დაგუდულ მეტროს ვაგონში იჭრება ლირიკა.მწიფე ჟოლოსფრად შეუღებეს ქალაქს სიზმრები,ჩემს თმაში ბუდე გაიკეთა ზამთრის ბეღურამჯერ კიდევ გუშინ ჩემი თავი თავზე მეხურა,ახლა ასფალტზე მივაგორებ,სტვენით მივყვები.მუხლუხოებად დავაგზავნე ოთხსავე მხარეს ჩემი თითები –გაუჭირდათ გზების გაკვლევა,მეტროს სიღრმეში ჩამისაფრდა ქალაქი-გრიპი,სასწრაფოდ უნდა გადავყლაპო მთვარის აბები.დეკემბერია,მომშივდა და სახლში მარტო ვარდა ჩემს თავს, როგორც ზამთრის კონსერვს, თავი მოვხსენი –მე ეს ქალაქი დამემართა,ახლა მოვკვდები.ქალაქს გრიპი აქვს,ამ უაზრო ლექსებს სრუტუნებს,თერმომეტრივით ამოვუდე იმის გამხელა,რომ ვერასოდეს მომიშორებსდა ხვალ დილითაც,მეტროს სიღრმიდან ჩვეულებრივ ამომახველებს,შენ კი, ცოტათი მეტი იფიქრე, სანამ დაუკრავ.
ანფიმიადი დიანა

ანფიმიადი დიანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი