↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედის ლოცვა

ანფიმიადი დიანა

2026-07-181 წთ საკითხავი3014 ნახვა

—
პირში წყალი რომ ჩავიგუბომუცელში წყალი ჩაგუბდება?იქ ოქროს თევზი, ოქროს ფარფლებით იცურებს?ვწყვეტ ხმას, რომელიც აღარა მაქვსვწყვეტ ლექსს, რომელსაც ვეღარ დავწერვწყვეტ რძეს, რომელსაც მკვახე მკერდიდან ვიწურავ.
და ვფიქრობ შენზე, გამუდმებით ვზივარ და ვფიქრობმიზნისთვის ლუპის დამიზნება – თვალის მიბჯენააღმოსავლეთზე - მზე ამოდის, სხივი გადატყდავისმენ რძის სუნს და რომ ვერ ვამბობ რძის სუნს, ვმუნჯდები.და ვფიქრობ შენზე გამუდმებით ვზივარ და ვფიქრობეს ჰგავს მარსზე წყლის აღმოჩენას. მთვარის კრატერებსწარმოსახვითი შაქრით ვავსებ – იქნებ ჩემსავითგიყვარს ფერადი კარამელი – ვარსკვლავთა მტვერი.ლოდინი : როცა მზე რვა წუთით არის გვიანიჩრდილში მზის ლაქებს ნაყოფებად ლეღვის ხე ისხამს,გამოსავალი – მზე ერთ დღეს თუ სიკვდილს ინებებსვიპოვნით სხვა მზეს - ათასობით ბეტელჰეიზეს.
და მაგნიტური ქარიშხლები, ათასნაირიტყე და ცეცხლი. მაინც გაივლი.ის, რაც ნამდვილად საშიშია, წვრილმანებია:პური თესლში თუ ჩაიკეტა,კვირტში ყვავილი.ცაზე ვარსკვლავი გაიშალა – ცისკრის აგავა –და ჩვენი ეზოს ყვავილების ნათებას ერთვის,ნუ მომეჩვევი, სახლი არ ვარ,მხოლოდ ბაგა ვარ.შენთვის.
პირში წყალი რომ ჩავიგუბომუცელში წყალი ჩაგუბდება?იქ ოქროს თევზი, ოქროს ფარფლებით იცურებს?ვწყვეტ ხმას, რომელიც აღარა მაქვსვწყვეტ ლექსს, რომელსაც ვეღარ დავწერვწყვეტ რძეს, რომელსაც მკვახე მკერდიდან ვიწურავ.
ანფიმიადი დიანა

ანფიმიადი დიანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი