პოეზია · ლირიკა
დო მაჟორი
დო
-ეს ყველაფერი დაიწყო მაშინროდესაც ზამთარს მიავიწყდა საკიდზე პალტოზღურბლიდან უკან შემოვაბრუნეთ.
რე
-როცა ჩაიზე მივიწვიეთჭიქაში ჩაი გაიყინადა ჩვენ მოვირგეთ ციგურები.
მი
-მივხვდი, რატომ მაქვს გულისრევა,ხმაა რადიოაქტიულიდა ამ ოთახში მით მეტია რადიაციარაც უფრო ვდუმვართ.
ფა
-ადამიანთა ხმებს ვივიწყებ –ეს ნიშნავს რომ მუსიკას ვუსმენ.
სოლ
-
ეს დოდან დომდე მანძილია,ანუ შენიდან ჩემამდე სივრცე.რადგან მე შენ ვარმხოლოდ ერთი ოქტავით ზემოთმაღალი ტონი, ქალური ტემბრი.
ლა
-შენ გზას იგრძელებ –ანუ სვლა გაქვს ქრომატიული.
სი
-მინდა ამოჰყვე ნახევარტონებს,ავცდეთ – ეს ნიშნავს დავსრიალდე -ანუ გლისანდო.
დო
-ვინმემ მოასწროს,დაახუროს როიალს თავიშიგ მოგვაყოლოს