↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიკვდილი

ბალარჯიშვილი ბაადურ

2012-07-121 წთ საკითხავი786 ნახვა

—
მივყვები წლების გაცრეცილ მესერს, ხან მივალ ახლოს,ხანაც ვშორდები _`ვერ დაიჭირავს~ _ უთქვამს და მეც მსურს გავკადნიერდეგანმეორებით.ასე იყო და ასე იქნება, შევთქმულვარ ლამის ფიცისმიცემით _სიკვდილი, როგორც მშობელი დედა, თვალყურს მადევნებსგაფაციცებით.დრო მოვა, ალბათ მეც გაღმა გავალ და მოვიშუშებმტკივან იარებს _სიკვდილი, როგორც პირქუში მამა, ბოლო რჩევასაცგამიზიარებს.უსიყვარულოდ ცოცხლობენ როგორ, რა წარმართულისწესეს წესები _სიკვდილი, როგორც პატარა გოგო, მეკეკლუცება თვალთაკვესებით.ვერც მე ვჩერდები, უკვე შევტოპე, დღეები თვლიან მანძილსციფრებად _სიკვდილი, როგორც ტოლი მეტოქე, გამარჯვებაშიცშემეცილება.ძვირადა ფასობს სიცოცხლის ნიჭი, დღესასწაულთააკაშკაშება _სიკვდილი, როგორც პატარა ბიჭი, თავდავიწყებითმეთამაშება.ყეფს განსაცდელის ავი ნაგაზი, როგორც ასავალს, ისედასავალს _სიკვდილი, როგორც ძველი ძმაკაცი, მახსენებს განვლილთავგადასავალს.ასეთი ვნება მხოლოდ აქ არის, სიამის გამო ტანჯვა,წვალება _სიკვდილი, უკვე ბერი დაქალი, კვლავ სიყვარულზემეჭორავება.და ჟღერს სილაღის ღვთიური ქნარი, წინ არაფერი არმეღობება _სიკვდილი, როგორც მარადის კარი, საზღვართან დგასდა მიახლოვდება.მივალ, შევაღებ, შევდგები წამით _ რა საოცრება ნეტავმომელის _შევალ და ვიცი: დადგება ჟამი სიკვდილთან ჩემიდამშვიდობების.
ბალარჯიშვილი ბაადურ

ბალარჯიშვილი ბაადურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი