პოეზია · ლირიკა
ფლიბუსტერის სიმღერა
როგორც პირატი პიასტრებს, ითვლის იღბალი იარებს,მორალი - უბე კარიბის, აპარტან-აატიალეს.ცალი აქვს თვალი აკრული დანდობას,ფლიდად მცინარეს,ქარიც ქრის ავაზაკური, საფრთხეა მომლოდინარე.
აბორდაჟს ვინ ვის მიასწრებს, დაშნა ბასრია რომელის,ბოლოს ვინ დასთვლის პიასტრებსმარჯვენით, დაუნდობელით -მეკობრის წილი მკაცრია და ბედისწერა ცაცია,ხშირადაც შეუწირია ორგიის გაწამაწიას.
აქ რომით ითიშებიან, არა თაფლით და ამბრითა,ვინ გროტ-მარსელზე ჰკიდია,ვინ დენთის კასრმა დაფლითა,ბევრიც ჰკიდია ღუზებზე, როცა შტილია ცბიერი -ახდება ნაბახუსევზე მისნობა ეზეკიელისდა იძირება გალერა, ფსკერზე დაეძებს სამალავს -გემბანზე თავის ქალების და პიასტრების ამარა.