პოეზია · ლირიკა
პოეტის შესახებ
იყო პოეტი, როგორც სურდა ისე იცხოვრა,მეტს არ ეძებდა, არც ნაკლებზე იყო თანახმა.ინანიებდა რაც შეეძლო, ცოდვებს იხოცდა,და რას ეწია, ან რა სურდა _ უწყის ალახმა.დაფრფატებდა როგორც ერთი ვინმე ყორანი,ბუღნარაობდა როგორც ვინმე _ უცხო მარტორქა,ჰქონდა იარა, მაგრამ ისიც ნადიდგორალი,და ამიტომაც მუხთალ ჟამმა ვერ დააჩოქა.წერდა ლექსებს და _ სხვათა შორის _ ასე ეგონა _მთლად უსქმოდაც არა ვარო დინგი _ დუნია,რაც ჟამ ხდებოდა, ბევრი რამე არ მოეწონა,რაც ჟამ რჩებოდა, არც აღარა დაუწუნია.დრო კი მიხტოდა ვით ეზოში ბეცი ბოცვერი,რათა და რატომ _ თავში აზრად არც კი მოსვლია,გზას მიკვალავდა ხან ჭაობში ლელთა მოცელით,ხანაც პარკეტზე აცეკვებდა პოლკას ფროსიას.ზაფხულში ღუმელს ეფიცხებოდა არყის ბოკალით,ზამთარში ნაყინს მიირთმევდა წელს-ზე შიშველი,ნაბახუსევზე ჩაესმოდა: მიდი... მოკალი...და ღმერთს ჩურჩულით ევედრებოდა: შენ თუ მიშველი.`ვა ბანკს~ იძახდა წამდაუწუმ შორის შულერთადა მათხოვრებთან შხამსა სვამდა ლამის დილამდე,ვალადა ჰქონდა მართლის გეში, როგორც ომერტა,ორმხრივი სევდა გულს უჭერდა როგორც გირაგი.არც მიწის იყო და არც ცისა, როგორც აღნიშნაწერეთელმა და ბოლო-ბოლო თვითონაც მიხვდა _რამდენი რამე შეეშალა ფუჭ იაღლიშად _მიხვდა და ყველა კონტაქტები გათიშა რიხთან.თავჩაღუნული დასცქეროდა ტყვიისფერ ასფალტს,თავო ჩემოო _ ღიღინებდა გულარხეინად _ნარჩევ სიტყვებით ადევნებდა გასაცდელს ლაზათს:გმადლობთო გენავ _ შენ მიქციე შარი ხეირად.რა ედო გულში, ხშირად თავად ვერა ხვდებოდა _აფაციცებდა მაცილების ყალბი გრაცია,და როგორც სტრიქონს, გამკრთალ ხალისს თავს ევლებოდა,რათა ძირშივე აღმოეფხვრა პროფანაციადა არ ეგონა მოკვდებოდა _ თურმე კვდებოდა,იმის გარეშე აერჩია იღბალს მიზანი,თუმცა უმეცარს კვლავ ჯიუტად ესიზმრებოდასივრცე უმიჯნო და ბჭეკარნი სამოთხისანი.იყო ხიზანი, მაგრამ თავი სახლში ეგონა,ყველა შეცდომა მასპინძლურად თავად ეტკინა,თვითოეულ-ყველას უსაზმანოდ გადაჰგებოდა,რადგან სხვაგვარი ყოფა ვერც კი წარმოედგინა.ჯიუტი იყო, თავქეიფა _ როგორ არ იყო,ღვინის ჩარექი სულ თან ჰქონდა როცა ტყუოდა,ნისლიან მზერით დაუბღვერდა ხშირად ბარიგებსდა ნისიადაც წაიღებდა რაც კი უნდოდა,დაბანცალებდა დაღალული თავსხმა-ლეგმაში,და ბარში ბარმენს შეუღრენდა: ასი დამისხი...ჰარმონიაში იჭრებოდა ჯახის დემარშით _თავისებურად ისიც იყო იგორ სტრავინსკი.წამოწვებოდა ფრიალოს პირ ვითარცა პანი,თუმც გადაჩეხილს დაჟეჟილი ჰქონდა ფერდები,იმეორებდა მოგუდული, ჯიუტი ბანით:_ დიახ. მოვკვდები. მაგრამ მაინც არ დავბერდები.არა გააჩნდა, მაგრამ განა თუ მათხოვრობდა,თუ რამ ახარა _ გაზაფხულის ლურჯმა ბალახმა...იყო პოეტი, როგორც სურდა ისე იცხოვრა,მეტს არ ეძებდა, არც ნაკლებზე იყო თანახმა.