პოეზია · ლირიკა
აღსარება
როდესაც ვამბობ: სხვა გზა არა მაქვს: სხვას გულისხმობენან ესმით ცუდათდა მიაჩნიათ ალბათ არაფრად, რომ კარგ მთქმელს კარგიგამგონე უნდა.ღმერთმანი მესმის სიტყვის ბარაქა: სიტყვა სათქმელისზუსტი მინდია,როდესაც ვამბობ: სხვა გზა არა მაქვს _ საითაც მინდა,იქით მივდივარ.ხშირად ვუყურებ აშკარად ბრიყვებს, რიცხვი ვაგლახადარც თუ მცირეა _მათთვის ცხოველთა მეფეა ციყვი და წერა-კითხვა წერტილტირეა.მრავალი სიყრმე მაცილმა იყმო _ ამაშიც ბედის დიდიწილია,ხო და მეც ვამბობ: ვირმა რა იცის, ლექსი და ხურმა თურა ხილია.ყველას თავისი ბედი აწვალებს, ყველა თავის გზითდაიარება,მე მაინც ყველა ჭკუას მასწავლის, ვისაც უნდა და არეზარება.გული გამიხდა რიყის ქვასავით, თუმც რასაც ვხედავირგვლივ _ ქვებია _ყველანი ერთად, თითქოს მთარსავენ, სისულელეებსმეკითხებიან _მეკითხებიან: _ აბა რასა იქმ? რა დაგემართა? _რა მოგივიდა?რად გავიწყდება შენი ასაკი _ რატომ იქცევი თითქოსჯიბრითა?რა ვუპასუხო? _ რაც დამემართა, ის მომივიდა, მეტი არადაისევ დავთვრები გონის წასვლამდე ზაპოროჟიელკაზაკივითა.