პოეზია · ლირიკა
* * * ხომ არ დაგავიწყდა
ხომ არ დაგავიწყდა,ერთხელ ერთი წუთით რომ შემოიარე დაპურის გულივით რბილი ხელებიჩამოაწყვე სკამის საზურგეზე.თითების მტვრევით რომ შემომჩივლე -დედის ნაჩუქარიდაპლისული ბოლოკაბა უნდა გადავაგდო,მუხლებს მიფარავს ოდნავ დაფეხებში მედებაო.არ ვიცოდიდედა რომ არა გყავდა დაგადააგდეო გითხარიან პოლისჯოხზე წამოაცვიო წაღმა-უკუღმა.სულ ერთი წუთით კედლისაკენ მიბრუნებულსთვალის გუგაზე წამომედოშენი მზერა დაგაუხსნელი აბივით გადაეშვამუცელში.მე ტკივილისაგან ორად მოვირკალე.გაოფლილი ხელისგულები საფეთქლისაკენ გამირბოდა თავისთავად,შეშინებული ჩიტის გულივითმიკანკალებდა მარჯვენა ხელი.ახლა ვზივარდედაბერივით ღონეგამოცლილი დამივშტერებივარშენი საფლავის ნაცრისფერ კედელს,რომელსაც სხეულის ორივე მხარეშენი ხელისგულებივითსუფთა აქვს.