პოეზია · ლირიკა
ტკივილზე მაღლა, ხსოვნაზე მაღლა
ბ. წ.-ს
მთლად შევიწროვდა პატარა კაფე -ვერ დავატიე ვეღარსად ფრთები...შენ კი ფიქრების უსიერს კაფავ,მე ვიბნევი და ბავშვივით ვხდები.
არ ვიცი რა ვთქვა. რაღაცას ვყვებიდა ციცქნა ვჩანვარ ჩემსავე ჟინთან:სული, სიცოცხლე, მკლავები მხრებიირგვლივ გალავნად მოგავლო მინდა.
ახლა ვიხსენებ იმ დღეს და კაფესდა გულში, თითქოს, მყინვარი მიზისდა წვიმით სოველ მანტიად ვაფენხსოვნას, რომელიც ღირსია პრიზის...
ტკივილთა ხსოვნის თრევისგან დაღლილს,შენ - მთა ტკივილის მაგემე გემო,მაინც ხარ ჩემში ტკივილზე მაღლა,ხსოვნაზე მაღლა და უფრო ზემოთ.