პოეზია · ლირიკა
* * * ვხედავ გზისპირას
ვხედავ გზისპირას გამართულ კარვებს,ვხედავ კარვის წინ მოწყენილ კარმენს:კარმენი მღერის!კარმენი ცეკვავს!კარმენი კარმენს ახარბებს კაბებს!და თუმც ღალატის ორჭოფულ ნიჭითსავსეა ახლაც არსება მისი _ვის უღალატოს! _ სადღაა ბიჭი,მისი უკვდავი ღალატის ღირსი...