↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ედგარი მესამედ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი.იყო საღამო. ლოცვები. ზარი.და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა,რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი.ენატრებოდა ფრთებს სითამამეუზრუნველობის, შენი სიშორის!მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე,ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის.და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი:საცაა, მოვა სიკვდილის წამი!ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარიდა მოვდიოდით ტაძრისკენ სამი.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი