↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ევროპავ, გახსოვს?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ევროპავ, გახსოვს,რომ გარიგებდენ:შენ მწუხარებას არ მისცე თავი.გზაში შეგხვდებამერანი ორი -ერთი თეთრი და მეორე შავი.თუ მოახერხეთეთრზე შეჯდომა,არ შეგეშინდეს მისი კისრულის,ის ფეხით კლდეებსგადაეჭდობა,შენ - ნათელ მხარეს გადაგისროლის.მაგრამ თუ შავზემოხვდი შეცდომით -საამსოფლიოდ არ ევარგები,მწარედ ინანებმასზე შეჯდომით,სადმე წყვდიადში გადიკარგები.რომ დაიღუპე,ქვეყანამ იცისდა არავისზე გაბედო ძვირი,შენ აირჩიეშავი - და ისიცარა მერანი - არამედ ვირი.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი