↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ევროპაში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ვინ იცის, აწიასეთ ნავარდითდღე ისე მირჩეს -დაიხრჩვეს კაციშემხუთველ დარდით...მართლა დაიხრჩვეს!ევროპის ჯიბესმისწვდა რა ომი,ჰკითხეს ამ დროისბნელ სიღარიბეს:ვინაა მწვდომიახლა ოქროის?რაც დედამიწისსისხლი იღვრება,აწ უწინარეს,ხომ ყველამ იცის,სად გადიხრებაიგი მდინარე!სისხლი ბობოქრობს,სისხლი ზღვავდებადა მოარეობს,იგი სულ ოქროსშენაკადებადმიმდინარეობს!სდის ამა რიგით,სანამ მიაგნებს,რაც ენატრება:ის ამერიკისმიაგნებს ბანკებსდა იქ დაცხრება...დე, მოტეხილიდა მხილებულიგაირღვეს ფრონტი:შორს ოქროდქმნილი,გაწითლებულიჩანს ჰორიზონტი!სხვაა ამ ჩარჩისღელვა, მძლეობაყოველი ცნობის:„ვიცი, მე დამრჩესმემკვიდრეობა -ნადავლი ომის“...რაც დედამიწისსისხლი იღვრება,აწ უწინარეს,დღეს ყველამ იცის,სად გადიხრებაიგი მდინარე!
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი