პოეზია · ლირიკა
აუტანელი
იქედანაც გამოჩნდება, საიდანაც არ ელიან,როგორ უნდა აიტანო, როცა აუტანელია.როცა აუტანელია, მაშნ უნდა აიტანო,არაფერი გამოვიდა ბევრი ლაილაიდანო.ბევრი გვახსოვს შადიმანი,ბევრი გვახსოვს ფარსადანი, -არასოდეს, არასოდეს არ ყოფილან ასატანი...აიტანა! - და მე მიკვირს (თუმცა ვიცი, საიდანაცწამოიღო), გოლგოთაზე მაინც როგორ აიტანა?!1998